Tourism Information Center
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მიზანია საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ; საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიერ ტურისტებისთის შეთავაზებული პროდუქტი:
ინფორმირება ქვეყანაში არსებული ტურისტული დანიშნულების ობიექტების შესახებ, როგორიცაა: განთავასებისა და კვების ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგი, მუზეუმები, გალერეები, ღვინის საწარმოები, ღვინის მარნები და სხვა;
ინფორმირება ქვეყანაში არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ადგილების შესახებ, როგორიცაა: ტურისტული ღირსშესანიშნაობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები, კურორტები და სხვა;
ტურისტის ინტერესიდან გამომდინარე ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ტურის დაგეგმვაში დახმარება;
ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ფესტივალების შესახებ (ეროვნული, კულტურული, გასართობი, სპორტული და სხვა);
საპრომოციო-ბეჭდვითი მასალის გავრცელება (რეგიონისა და ქალაქის რუკები, ბროშურები, გზამკვლევები და სხვა).
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 24/7 უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909
მისამართი: აღმაშენებლის ქ. N 13
ტელეფონი:
ელ. ფოსტა: sighnaghi.tourism@gmail.com
სამუშაო დღეები: ყოველდღე
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ზამთარში)
9:00 - 18:00 (ზაფხულში)