Useful information

Useful information

 

სახელმწიფო ენა:
ქართული. ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ქართულ ენას აქვს საკუთარი დამწერლობა და იგი მსოფლიოს 13 დამწერლობას შორის ერთ-ერთია. ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

ქართული ანბანი:
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

კომუნიკაცია:
SIM ბარათის შეძენა შესაძლებელია მაგთის მობილური ოპერატორის ოფისში. ბარათის შესაძენად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. SIM ბარათის მინიმალური ღირებულება არის 10 ლარი. მობილურიდან ხაზის ტელეფონზე დასარეკად - აკრიფეთ 0, ქალაქის კოდი, 6 ციფრიანი ნომერი. ბალანსის შევსება შესაძლებელია ქალაქში არსებული ჩასარიცხი აპარატების მეშვეობით.

სატელეფონო კოდები:
საქართველო +995; სიღნაღი შიდა კოდი 355.
საინფორმაციო ქოლ-ცენტრი: 118 08

ინტერნეტი:
უფასო Wi-Fi-ით სარგებლობას შეძლებთ სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში და თითქმის ყველა რესტორანში, კაფესა და სასტუმროში.

ფოსტა:
სიღნაღში მდებარეობს ერთი ფოსტის ოფისი:
საფოსტო კოდი 4200 აღმაშენებლის ქ. №11

ეროვნული ვალუტა - ლარი:
ყველა ანგარიშსწორება ხდება ლარში. ნაღდი ანგარიშსწორება გადახდის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. საკრედიტო ბარათით გადახდა შესაძლებელია ქალაქში მდებარე თითქმის ყველა ობიექტზე. ვალუტის გადაცვლა ხდება ბანკებში.
ვალუტის კურსის გასაგებად ეწვიეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდს: www.nbg.ge

პარკირება:
პარკირება ქალაქ სიღნაღში შესაძლებელია ავტოსადგურის ტერიტორიაზე და არის უფასო.

პარკირება:
პარკირება ქალაქ სიღნაღში შესაძლებელია ავტოსადგურის ტერიტორიაზე და არის უფასო.

ჯარიმები:
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - მართვის უფლების 6 თვით შეჩერება;
მოწევა იკრძალება საჯარო დაწესებულებებში, რესტორნებსა და კაფეებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  - ჯარიმა - 100 ₾;
გარემოს დანაგვიანება ჯარიმდება - 100-120 ₾ -ის ფარგლებში.

ჯამრთელობა და დაზღვევა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებულ სამედიცინო ცენტრს არქიმედეს კლინიკა ( მისამართი: ქ. წნორი, მშვიდობის ქუჩა,1 საკონტაქტო ტელეფონის ნომერი +(995) 577 70 90 28) მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიასთან აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული. ამიტომ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც სიღნაღში სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს, უმეტეს შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდა ადგილზე, ხოლო მკურნალობის შესაბამისი დოკუმენტაციის, სადაზღვევო სააგენტოსთვის წარდგენა - მკურნალობის დასრულების შემდეგ უხდება. გადახდა მოქმედებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით.
სასურველი ვარიანტია უცხოელმა ვიზიტორმა ჩამოსვლამდე გაარკვიოს საქართველოში არსებულ რომელ სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობს კონკრეტული სადაზღვევო კომპანია.
საქართველოში სამედიცინო მომსახურება ფინანსდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის, გარკვეული სახელმწიფო პროგრამებით.

112 - გადაუდებელი დახმარებების მართვის სააგენტო:
112-ზე ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა შესაძლებელია 24 საათის განმვალობაში ყველა ფიქსირებული თუ მობილური სატელეფონო ქსელიდან, მაშინაც, თუ ფიქსირებული/მობილური ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან მობილურში არ დევს სიმ ბარათი.