The cultural excursion of Sighnaghi includes visiting the main tourist streets and cultural monuments of the city, including the Sighnaghi Historical-Ethnographic Museum.
Destination - Sighnaghi
Distance to be covered: 3.5 km.
Duration: 4-5 hours
Type: Culture, Walking.
Seasonality: All seasons
Attractions:
1. Baratashvili Str.

One of the most popular and distinctive places in Sighnaghi. The street is distinguished by the historical architecture characteristic of the city and houses with balconies, which create the unique appearance and charm of Sighnaghi. Walking here allows visitors to become better acquainted with the city’s historical environment and traditional architecture.

2. ერეკლე II-ის მოედანი და სიღნაღის შადრევანი

ერეკლე II-ის მოედანი სიღნაღის ისტორიული ცენტრის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. მოედანი ძველი არქიტექტურით, აივნიანი სახლებითა და ისტორიული შენობებით გამოირჩევა. მოედანზე მდებარე შადრევანი ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2007 წელს შეიქმნა. მისი ავტორია ცნობილი მოქანდაკე და გრაფიკოსი გია ჯაფარიძე. შადრევნის დიზაინი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური არტეფაქტებითაა შთაგონებული.

ქორწინების სახლი

სიღნაღი სიყვარულთან ასოცირდება, ხოლო ქალაქის ცენტრში მდებარე ქორწინების სახლი მისი ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა. აქ ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ქორწინების სარიტუალო მომსახურებით და ოფიციალურად დაარეგისტრირონ ქორწინება, რომელიც შესაბამისი იურიდიული დოკუმენტით დასტურდება.

აღმაშენებლის მოედანი, თეატრი

სიღნაღის ისტორიული ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა. მოედანზე მდებარეობს მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, სიღნაღის თეატრი, ბანკი, სასტუმრო, რესტორანი და სუვენირების მაღაზიები. აქ ხშირად იმართება ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალები, კულტურული და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. მოედანი ქალაქის ისტორიული განაშენიანებისა და ტურისტული მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი

დიდი ტენორის, ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი გაიხსნა 1988 წელს. მანამდე მისი პირადი ნივთები ინახებოდა სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც ვანოს მეუღლემ, ნინო ქიქოძემ გარდაცვალებამდე სახელმწიფოს დაუტოვა.

9 აპრილის ქუჩა, თამარ მეფის სახელობის ეკლესია

სიღნაღის ისტორიული ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო ქუჩაა. ისტორიულად, აქ მდებარე აბანოების გამო, ქუჩას „აბანოთუბანს“ უწოდებდნენ. XIX საუკუნეში ამ ქუჩაზე მდებარეობდა ფოსტის შენობა და ივანე შავლიაშვილის სამკითხველო, ასევე აქ ცხოვრობდა „ქალაქის თავი“. ქუჩაზე მდებარეობს თამარ მეფის სახელობის ეკლესია, რომელიც სიღნაღის 2007 წლის რეაბილიტაციის პერიოდში აშენდა. ქუჩა გამოირჩევა ისტორიული გარემოთი, ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურითა და მშვიდი, ავთენტური ატმოსფეროთი, რაც მას სასიამოვნო ადგილად აქცევს ქალაქის ისტორიული ნაწილის დასათვალიერებლად და სასეირნოდ.

სიღნაღის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი

სიღნაღის მუზეუმი პირველი თანამედროვე სტანდარტების მუზეუმია, სადაც არაჩვეულებრივი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და შუა საუკუნეების მასალა არის დაცული. მუზეუმის დიდ დარბაზში გამოფენილია XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის 14 ფერწერული ტილო.

"ბებრების ბაღი"

გაშენებულია საქულა ღონიევის (ნაბიას) ღვინო-არყის სარდაფების ადგილზე. ეს სივრცე თავდაპირველად სიღნაღის ხანდაზმულთა თავშეყრის ადგილი იყო და აქ არყის სარეალიზაციო პუნქტიც ფუნქციონირებდა. 1950-იან წლებში სარდაფების თავზე ტერიტორია გრანიტით მოასწორეს და ბაღი მოაწყვეს, რომელსაც მოგვიანებით „ბებრების ბაღი“ ეწოდა.

სარაჯიშვილის ქუჩა და სანდრო მირიანაშვილის სახლ-მუზეუმი

სიღნაღის ისტორიული ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ქუჩაა, რომელიც ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით, ხის აივნებითა და მყუდრო გარემოთი გამოირჩევა. ქუჩაზე მდებარეობს სახლი, სადაც დაიბადა ცნობილი ქართველი ლირიკული ტენორი ვანო სარაჯიშვილი. აქვე მდებარეობს საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ალექსანდრე მირიანაშვილის სახლ-მუზეუმი.

ბულვარი, ომში დაღუპულთა მემორიალიები

სიღნაღის ბულვარი XIX საუკუნის II ნახევრიდან ქალაქის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი სივრცე იყო. დღეს ბულვარსა და მის მიმდებარე პარკში განთავსებულია ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისა და ხელოვანების ბიუსტები, საბავშვო სივრცე და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენებისადმი მიძღვნილი მემორიალები — მეორე მსოფლიო ომის, 9 აპრილის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებისა და 2008 წლის ომის მემორიალები.

სტეფანწმინიდის ეკლესია

წმინდა პირველ მოწამე სტეფანეს ეკლესია აშენებულია 1762 წელს, ციხე-გალავნის ტერიტორიაზე, ყველაზე დიდ, ,,მეფის ანუ ჯუღაანის“ ბურჯშია ჩაშენებული წმინდა პირველ მოწამე სტეფანეს ეკლესია აშენებულია 1762 წელს და ციხე-გალავნის ,,მეფის ანუ ჯუღაანის“ ბურჯშია ჩაშენებული. 2001 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტერდა სარესტავრაციო სამუშაოები წმ. სტეფანეს ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლია სიღნაღში საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ქალაქ სიღნაღის, ალაზნის ველის და კავკასიონის.

სიღნაღის ეთნოგრაფიული პარკი

სიღნაღის ეთნოგრაფიული პარკი ისტორიული ციხე-გალავნის გასწვრივაა განთავსებული და სიღნაღისა და ალაზნის ველის ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ნაძვნარით დაფარული ტერიტორია ბუნებრივ, მშვიდ და რეკრეაციულ გარემოს ქმნის.

სიღნაღის წმ გიორგის ტაძარი

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია, რომელიც სიღნაღის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ციხე-გალავნის აღმოსავლეთ კედელთან მდებარეობს. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მისი დღევანდელი სახე რეკონსტრუქციის შედეგად მიიღო და არსებული ნაგებობა XIX საუკუნის შუა წლებს უკავშირდება.

სიღნაღის ციხე-გალავანი

სიღნაღის ციხე-გალავანი აგებულია 1762 წელს ერეკლე II-ის დროს და დაახლოებით 4 კმ სიგრძის გალავანსა და 23 კოშკს მოიცავს. იგი თავდაცვითი ნაგებობა იყო, სადაც მტრის შემოსევის დროს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა აფარებდა თავს. გალავანი რიყის ქვითაა ნაგები და მისი კედლები ორ იარუსადაა მოწყობილი. დღეს ციხე-გალავანი თითქმის პირვანდელი სახითაა აღდგენილი. გალავნის ნაწილზე მოწყობილს ტურისტულ ბილიკზე სტუმრებს შეუძლიათ გასეირნება და ალაზნის ველის ულამაზესი ხედებით დატკბობა.