ახალი წლის დღეები

სიღნაღის შემოდგომოს ფესტივალი 2025

ახალი წლის დღეები იწყება!

30 დეკემბერს, 18:00 საათზე, სიღნაღში, აღმაშენებლის მოედანზე, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: დათო ევგენიძე, ⁠კოტე ყიფიანი, ⁠⁠ნეკა სებისკვერაძე, ⁠⁠ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, სოფო პაპუაშვილი, ანსამბლი ,,⁠⁠შვიდკაცა“, ,,ჰერიო“, ილურიძის ბენდი, ⁠⁠ჯგუფი "რეგიონი".

⁠⁠საახალწლო კონცერტს წამყვანები - პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე გაუძღვებიან.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს. 16:30 საათიდან ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ზღაპრის გმირების წარმოდგენები და მუსიკალური ნომრები. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის პაპა დაასაჩუქრებს.

შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!

დრო: 2025 წ. 30 დეკემბერი, 18:00 საათი

მისამართი: ქ. სიღნაღი, აღმაშენბლის მოედანი, ბულვარი

დასწრება უფასოა