ახალი წლის დღეები იწყება!
30 დეკემბერს, 18:00 საათზე, სიღნაღში, აღმაშენებლის მოედანზე, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: დათო ევგენიძე, კოტე ყიფიანი, ნეკა სებისკვერაძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, სოფო პაპუაშვილი, ანსამბლი ,,შვიდკაცა“, ,,ჰერიო“, ილურიძის ბენდი, ჯგუფი "რეგიონი".
საახალწლო კონცერტს წამყვანები - პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე გაუძღვებიან.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს. 16:30 საათიდან ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ზღაპრის გმირების წარმოდგენები და მუსიკალური ნომრები. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის პაპა დაასაჩუქრებს.
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!
