ვანო სარაჯიშვილის სახლ-მუზეომი

მისამართი: ქ. სიღნაღი, დ. აღმაშნებლის 11
ტელეფონი: 555 10 71 31
FB - გვერდი: 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1988 წ.
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების სტრუქტურული ერთეული

მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
სამუშაო დღეები: ყოველდღე ორშაბათის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 17:00
ექსპონატების რაოდენობა: 969
შესვლა: უფასო

დიდი ტენორის, ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი გაიხსნა 1988 წელს. მანამდე მისი პირადი ნივთები ინახებოდა სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც ვანოს მეუღლემ, ნინო ქიქოძემ გარდაცვალებამდე სახელმწიფოს დაუტოვა.

2007 წელს სიღნაღის რეაბილიტაციის დროს მუზეუმის შენობა გაიყიდა და 2019 წლამდე სხვა შენობაში იყო შეხიზნული.

2019 წელს ვანო სარაჯიშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაზიანებულ ექსპონატებს რესტავრაცია და ახალ შენობაში განთავსდა.

მუზეუმში წარმოდგენილია, სარაჯიშვილების გენიალოგია, მომღერლის პირადი და საგვარეულო ნივთები, დოკუმენტური მასალა. აგრეთვე ვიზიტორს შეუძლია მოუსმინოს მის უნიკალურ ხმას, ნახოს მხატვრული ფილმი ,,მამის მკვლელი’’ ვანოს მონაწილეობით და დოკუმენტური ფილმი ,,ტკბილ ჰანგთა მეფე’’. მუზეუმში სულ 969 ექსპონატია.

მუზეუმის შენობა აშენებულია მე -19 საუკუნის ბოლოს. ეკუთვნოდა მდიდარ ვაჭარს, ვინმე ოთაროვს. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ შენობა ჩამოართვეს თავისი ავეჯით და მასში განთავსდა რაიაღმასკომი. 70-იან წლებში აღმასკომი შეცვალა პოლიკლინიკამ. 2019 წელს ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი გაიხსნა.

მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი მომღერლის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის ვანო სარაჯიშვილის მემორიალური ნივთები, ნოტები, ფოტო-საგაზეთო მასალა, მუსიკალური ინსტრუმენტები, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, აფიშები და სხვა მრავალი ექსპონატები, რომლებიც დაკავშირებულია მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ატარებს მის სახელს. დაიბადა სიღნაღში 1879 წელს და გარდაიცვალა 1924 წელს. დაკრძალულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში ზაქარია ფალიაშვილის გვერდით.