მუზეუმის მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქ. სიღნაღი, შოთა რუსთაველის ქ. 8
ტელეფონი: (+995 355) 3 24 48, (+995 032) 2 998 022
ელ-ფოსტა: info@museum.ge mariinanashvili@gmail.com
ვებ-გვერდი: www.museum.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1947
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 60 000
მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სიღნაღის მუზეუმი პირველი თანამედროვე სტანდარტების მუზეუმია, სადაც არაჩვეულებრივი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და შუა საუკუნეების მასალა არის დაცული. მუზეუმში ექსპონირებულია კახეთის სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებზე აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთები ქვის ხანიდან ძვ.წ. I საუკუნემდე. აქ თავმოყრილია საინტერესო ეთნოგრაფიული მასალა: მუსიკალური ინსტრუმენტები, საბრძოლო იარაღი, ტანისამოსი და ქალაქის ყოფის სხვა საინტერესო ნიმუშები. შუა საუკუნეების ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იბერიის აღმოსავლეთ პროვინციის, კახეთის უძველესი ქალაქების: ბერის, რუსთავის ხორანთას, ნეკრესის, ხორნაბუჯის, გავაზის, არეშის, გრემის, ბაზარისა და სხვა დასახლებების საქალაქო ცხოვრების ამსახველი ნიმუშები.შუა საუკუნეების ექსპოზიციის დიდი ნაწილი კი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული და მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს უკავია. დიდ დარბაზში გამოფენილია XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის 14 ფერწერული ტილო.
გამოფენები: წარმოდგენილია არქეოლოგიური, შუა საუკუნეების, ეთნოგრაფიული და ფიროსმანის ნახატთა მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მუშაობს დროებითი საგამოფენო დარბაზიც, სადაც 2009 წელს მოეწყო პაბლო პიკასოს ნამუშევრების, 2010 წელს კი დასავლეთ ევროპის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან. 2021 5 ნოემბერს გაიხსნა ნონკონფორმისტი მხატვრების გამოფენას „თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება”.
საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+995 593) 328 345
გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვა.
სიღნაღის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი | საქართველოს მოქალაქე | სხვა ქვეყნის მოქალაქე |
---|---|---|
მოზრდილი | 10 | 20 |
პენსიონერი (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით) | 2 | 20 |
სტუდენტი (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით) | 2 | 10 |
მოსწავლე (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით) | 2 | 10 |
გიდის მომსახურეობა (სასკოლო ჯგუფისთვის) | 15 | 15 |
გიდის მომსახურეობა (ქართულ ენაზე) | 30 | 30 |
გიდის მომსახურეობა (უცხო ენაზე - მიმოხილვითი ტური, არ უმეტეს 1 სთ. ხანგძლივობის) | 50 | 70 |
გიდის მომსახურეობა (უცხო ენაზე - ვრცელი ტური 1,5 - 2 სთ. ხანგძლივობის) | 70 | 100 |
გიდის მომსახურეობა (ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით) | 220 | 250 |
სასკოლო ჯგუფის თანხმლები სრულწლოვანი პირი | 5 | 5 |