ნუკრიანის ლავანდები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, სიღნაღიდან 12 კმ-ში ლავანდების ულამაზესი პლანტაციები მდებარეობს.
მას სეზონზე უამრავი ტურისტი სტუმრობს. ამ ულამაზესი სანახაობის ხილვა 15 ივნისიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაშია შესაძლებელი, ესაა პერიოდი როცა ლავანდა იწყებს ყვავილობას.
აღსანიშნავია, რომ ლავანდის პლანტაციები საქართველოში მხოლოდ ერთგან, სოფელ ნუკრიანშია გაშენებული.
იქ სტუმრობა ნებისმიერი მსურველისთვის განსაზღვრულ დროს - 11:00 დან 17:00 საათამდეა შესაძლებელი.
ამ მშვენიერი ყვავილის ისტორია საუკუნეებს ითვლის. იგი ძველთაგანვე პარფიუმერიაში გამოიყენეოდა. ამის გარდა მას განტვირთვის საშუალებად და სამკურნალოდაც იყენებდნენ.
შუა საუკუნეებში ლავადა საკრალური მცენარეც კი გახდა, მას კათოლიკური ეკლესია ავი სულების განსადევნად იყენებდა.
პირველად ლავანდის ზეთის მიღება მეთორმეტე საუკუნეში შეძლეს და მას მერე კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებებში აქტიურად გამოიყენება.
ლავანდა - ეს არის იისფერის ზღვა და მშვენიერი არომატი. ლავანდა - სურნელი რომელიც ყველგან გაგყვებათ.
მსოფლიოში განთქმული პროვანსის ლავანდის ველების მონახულება ყველას ოცნება არის. და აი, დღეს უკვე ქიზიყში შესაძლებლობა გვაქვს ვიხილოთ პირველი და ერთადერთი ლავანდის პლანტაცია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.
ლავანდების პლანტაცია საუკეთესო ადგილია ფოტოსესიისათვის. ასევე სურვილის შემთხვევაში შეიძენთ ლავანდის ბუკეტებს, ლავანდის პროდუქციასა და ლავანდის სუვენირებს.
"ნუკრიანის ლავანდა" ლავანდის რიგებს შორის გასეირნებაა, ლავანდის ველზე მოწყობილი ფოტოსესიებია, სურნელოვანი თაიგულებია.