იროდიონ ევდოშვილის სახლ-მუზეომი

მისამართი: ს. ბოდბისხევი
ტელეფონი: 595 80 76 65
FB - გვერდი:
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1951
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების სტრუქტურული ერთეული
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
სამუშაო დღეები: ყოველდღე კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10 : 00 – 17 : 00
ექსპონატების რაოდენობა: 733
შესვლა: უფასო
აღწერა :
დიდი ქართველი პოეტი-რევოლუციონერი იროდიონ ევდოშვილის ღვაწლი დიდია ქართულ საბავშვო მწერლობაში. მისი ნამდვილი გვარია ხოსიტაშვილი. დაიბადა სოფელ ბოდბისხევში. მისი მამა ამაღლების ეკლესიის მთავარი დიაკვანი იყო. მუზეუმში დაცულია მისი და მისი ოჯახის ნივთები, სხვადასხვა დროს გამოცემული მისი კრებულები, წიგნები და საგაზეთო სტატიები, რომლებიც მოგვითხრობენ მის ღვაწლზე ქართულ მწერლობაში და პოეზიაში. მუზეუმში დაცულია ქართული ტილოები და ყოფა-ცხოვრების იმდროინდელი ნივთები.