ბარონ დე ბაიმ სიღნაღში 1897 წელს იმოგზაურა, როდესაც ბაზარში გაისერირნა საინტერესო სურათს გადააწყდა
,,ჩაფიქრებული დიდხანს ვჩერდები აკვნებისა და კუბოების წინ., რომლებსაც ერთი და იგივე კაცი ამზადებს და ჰყიდის. სწორედ აქ მოდიან სიღნაღის მცხოვრებნი ახალდაბადებულის აკვნისა თუ გარდაცვლილის კუბოსთვის. აკვანზე დედა იხრება, რომ შვილს გაუღიმოს, კუბოსთან კი იხრებიან იმისათვის, რათა ცრემლი დაღვარონ. არაფერია ამაზე უფრო ამაღელვებელი, ფილოსოფიური, პოეტური, ღრმა, ვიდრე ასეთი ბუნებრივი და ასეთი მოულოდნელი რამის დანახვა. და ეს ყველაფერი ერთი ხელოსნის მიერ არის დამზადებული, რომლის გონებისთვის ეს ყოველივე მიუწვდომელია. ამ ვაჭარს, რომელიც შრომობს სიცოცხლისა და სიკვდილისათვის, ბედნიერებისა და გლოვისთვის, დასაწყისისა და დასასრულისათის, ერთ გროვაში გაუერთიანებია ერთმანეთისადმი უკიდურესად დაპირისპირებული პირველი და უკანასკნელი მოთხოვნილების საგნები. თავის დუქანში მან ასე უხეშად შეკრიბა დასაწყისისა და დასასრულის ორი წერტილი. მან ბრძნულად შეგვახსენა ეს ორი მომენტი, ასე შორეული თუ ასე ახლობელი, ჩვენი გაჩენისა და ჩვენი გაქრობისა. სიღნაღელებო, როდესაც ბაზარში მიდიხართ საჭმლისა და ტანსაცმლის საყიდლად, რაზე ფიქრობთ ამ ადგილას ჩავლისას? -- ჩვილის სახვევებზე თუ სიცოცხლეზე''??