20 ოქტომბერს, სიღნაღში ახალი ქართული ბრენდის, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო „ბოდბე“ გაიხსნა.
სასტუმრო გამოირჩევა განსაკუთრებული მდებარეობით და მისი თითოეული წერტილიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები ალაზნის ველზე, კავკასიონზე და თავად ქალაქ სიღნაღზე.
ინტერიერში მაქსიმალურად გამოყენებულია ბუნებრივი მასალები და მასთან მიახლოებული ფერები, რაც სტუმრებისთვის განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს ქმნის.
სატუმრო “ბოდბეში” თავმოყრილია 4 კატეგორიის 132 ოთახი, განსხვავებული კონცეფციის ბარები და რესტორნები - როგორც ქართული ასევე საერთაშორისო სამზარეულოთი; ღონისძიებების მასშტაბური სივრცე; სპა და ველნესი - საპროცედურო ოთახებით - შიდა და გარე აუზებით;
Სასტუმროში ამ ეტაპზე 200მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა მათი რიცხვი ჯამში 350 ადამიანამდე გაიზრდება, საიდანაც უმრავლესობა ადგილობრივი კადრი იქნება.
სასტუმრო “ბოდბე” საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და “სმარტ კაპიტალის” პირველი ერთობლივი პროექტია, რომლის ჯამური ინვესტიცია 56 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.