სიყვარული ეს ის გრძნობაა გვსურს თუ არა მაინც რომ დაიდებს გულში ბინას, მეგობრობიდან დაწყებული ურთიერთობა, რომელსაც ზოგჯერ თან სდევდა უამრავი კონფლიქტი და წინააღმდეგობა.. ბედნიერი ვარ , რომ ვიპოვე ადამიანი რომელიც მილამაზებს ცხოვრებას, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვიყო შენი თვალების ყურება მაბედნიერებს… ბედნიერი ხარ როდესაც გიყვარს და უყვარხარ!
სასწაულია იპოვო ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავი ბედნიერად გაგრძნობინოს, რთულ სიტუაციებში დაგიდგეს გვერდით, გაგამხნევოს, დაგითმოს დრო და არ დაიშუროს შენთვის საქებარი სიტყვები...
სიყვარულის 5 განსხვავებული ენა არსებობს და გისურვებთ იპოვოთ ისეთი სიყვარული, რომელიც ხუთივე ენით გესაუბრებათ. წყვილები რომლებსაც ესმით ერთმანეთის სიყვარულის ენა, ფლობენ ფასდაუდებელ უპირატესობას უსასრულო სიყვარულის ძიების პროცესში
სიყვარული ნიჭიაო
მასზე ამბობენ,
შეუგნებელნი სიყვარულზე
მხოლოდ მასხრობენ,
სიყვარულისთვის ბოროტებამ
ფერი იცვალა,
სიყვარულისთვის კუკარაჩა
გარდაიცვალა.
სიყვარულია წრფელი
გრძნობა, გულის კარნახი.
სიყვარულია თვეში ასჯერ,
რომ გყავს ნანახი.
ჩემი მეუღლე ჩემი ადამიანია.
სასწაულია, როცა უფალი გიგზავნის პიროვნებას, რომელსაც შენი უთქმელად ესმის და ცდილობს ყველაზე ბედნიერი იყო დედამიწაზე.
ყველას გისურვებთ სიყვარულს, რომელიც უფალთან იქმნება
სიყვარულია, როდესაც გინდა ვიღაცასთან ერთად წელიწადის ოთხივე დრო გაატარო, ვინმესთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გაექცე და ფეხქვეშ იასამნები გეფინოს, ზაფხულობით ხილი შეაგროვო და მდინარეში იბანავო, შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მიხუროთ, ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დაეხმაროთ.
უნივერსიტეტის მანსანკანის პროგრამაში ზურა ზურიკელას როლს თამაშობდა, მარი მერის და ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია …
სიყვარულის ამბავი სცენიდან ცხოვრებაშიც გაგრძელდა და უკვე 28 წელი შემოგვაცვდა ერთად და ბედნიერად
როცა ყოველ დღე ყოველი თვალებში ჩახედვისას გესმის მისი "მიყვარხარ" და შენც ანგარიშმიუცემლად იმეორებ "მიყვარხარ"...
დიახ, მიყვარხარ და ჩვენ ვერაფერი მოგვერევა, რადგან დროც ვერ გვერევა!
და რა მაგარია იმის შეგრძნება, რომ ეს რეალობაა
და ისიც მართალია, რომ ადამიანებს ხშირად სიყვარულზე მეტად გაგება გვჭირდება..
გამგებ ადამიანში, უსათუოდ მოიაზრება ყველაზე სრულყოფილი სიყვარული რამაც კი შეიძლება სამყაროში იარსებოს
სიყვარული არ არის გრძნობა,რომელიც იცვლება მაშინ, როდესაც მისი ალტერნატივა ჩნდება.
შეიძლება ცხოვრება გართულდეს და სხვადასხვა წინააღმდეგობებით აღსავსე გახდეს, თუმცაღა ნამდვილი სიყვარული მუდამ უცვლელი რჩება
მე შენ მიყვარხარ არა მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ ხარ, არამედ იმის გამო თუ ვინ ვხდები მე, როდესაც შენთან ერთად ვარ
ის ჩემი ადამიანია, ის გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად, გაუფრთხილებლად და თანაც ზუსტად მაშინ, როდესაც ამისთვის მზად არც ვიყავი.
მან შეძლო ჩემთვის ახალი სამყაროს შექმნა, მაგრძნობინა, რომ ძლიერი და ლამაზი ვარ.
ის თავისი ქცევებითა და მთელი არსებით მაგრძნობინებს რომ პატივს მცემს…პატივს სცემს პირველ რიგში ჩემს შინაგან სამყაროს, ჩემს შეხედულებებსა და ფასეულობებს...
ის ყოველთვის ჩემ გვერდითაა...
მე ის ავირჩიე...
ამ სამყაროში კი, ჩვენ მხოლოდ სწორი არჩევანის გაკეთება მოგვეთხოვება
სიყვარული აფრენილი ორბია თუ დაგეცა ატომური ბომბია