არტ ფესტივალი 2024

არტ ფესტივალი სიღნაღში

🎨19-24 აგვისტოს ქ. სიღნაღი არტ-ფესტივალს უმასპინძლებს! ფესტივალის პროგრამაშია შემოქმედებითი კონკურსი, ვორქშოფები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები.

🎨სიღნაღის ხელოვნების ფესტივალის მიზანი მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა, სახვითი ხელოვნების ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა, მით უმეტეს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტს ძლიერი სახელოვნებო ინსტიტუცია გააჩნია სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სახით.

🎨წელს საფესტივალო პროგრამა ფერწერითა (აკრილი) და მცირე ქანდაკებით (ხე) განისაზღვრება.

🎨2024 წლის ფესტივალის კონცეფცია თავისუფალი თემაა.

- დაწყების თარიღი: 19 აგვისტო 2024

- დამთავრების თარიღი: 24 აგვისტო 2024

- მისამართი: ქ. სიღნაღი, აღმაშენებლის მოედანი